მშენ-ექსპერტი ნუკრი სანიკიძე

მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობა. ISO/IEC 17020:2012, IV კლასის ტექნიკური ზედამხედველი (დადგენილება №489 2025 წლის, 2 მუხლით და ბ.თ პუნქტით აქვს ტექნიკური ზედამხედველობის უფლებამოსილება სამხარაულის და აკრედიტებული ორგანიზაციის მსგავსად), მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობის ყოფილი ტექნიკური ზედამხედველი

სამშენებლო ექსპერტი / მშენ-ექსპერტი ნუკრი სანიკიძე გთავაზობთ სრულ ტექნიკურ ზედამხედველობას — სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობები, ხიდები, გვირაბები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, საავტომობილო გზები, ელექტრო- და საინჟინრო ქსელები. მომსახურება მოიცავს: პროექტთან შესაბამისობის კონტროლს, მასალების ხარისხის შემოწმებას, დეფექტების გამოვლენასა და სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ღირებულის შემოწმება-დადასტურებას შესაბამისი პასუხისმგებლობით.

01ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ელექტროქსელების, სუსტი დენების, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა
02სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი
03გამოყენებული მასალების ხარისხისა და მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი
04სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა, ფოტოფიქსაცია, მათი დროულად გამოსწორების კონტროლი
05მენარდის მიერ ლაბორატორიული კვლევებისა და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობად
06სამუშაოთა დასრულებული ეტაპების აქტის შემოწმება-დადასტურება.
07დაფარული სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისობის აქტების დამოწმება
08ფორმა №2-ში მოყვანილი მოცულობის შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან - დადასტურება

დამატებით შეიძლება მოიცვას

+სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლი
+საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზება და კონტროლი
+საინჟინრო ქსელების (ელექტრობა, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება, სუსტი დენები) პროექტთან შესაბამისობის კონტროლი გამოცდის აქტის შემოწმება-დადასტურებით
+გეოდეზიური, გეოლოგიური აქტების შემოწმება-დადასტურება.
ბიოგრაფია

პროფესიული გზა

დაბადებისადგილი: სოფელ კუმბოური, ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974–1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „საქმშენტრესტი"-ს ტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 1977–1978წწ. ბ. ბაკურიანის ანდეზიტის ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1978–1980წწ. „თბილქალაქმშენი"-ს საფარო განყოფილების ინჟინერი.

1981–1986წწ. „განჯაბადმრეწმშენი"-ს სამართველოს მმართველი და „თბილოღმრეწმშენი"-ს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1986–1989წწ. „საქთურლელეგეთერმო"-ს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი.

1990–1996წწ. საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტრო, მშენებლობის ობიექტების დირექციის მთავარი ინჟინერი; 1997–2005წწ. სამშენებლო ტრესტი და სახელმწიფო ექსპერტიზის სამართველოს მთავარი ექსპერტი.

2005–2008წწ. შპს „ახსიო"-ს ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი; 2008–2011წწ. World Bank Short-Term Consultant — საქართველოს განათლების სამინისტროს ობიექტების ტექნიკური მონიტორინგი, თბილისი.

2012–2016წწ. „პარალელს დეველოპმენტ გრუპი" და ქ. თბილისის სასკოლო-სააღმზრდელო ბაგა-ბაღების ტექ. ზედამხედველობა; 2018 წლიდან — შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი"-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს ტექ. ზედამხედველობის ინჟინერი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა — ბიოგრაფიული ლექსიკონი
დაბადება
3 სექტემბერი, 1948
სოფ. კუმბოური, ვანი
განათლება
საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამრეწ. და სამოქ. მშენებლობა · 1974
კვალიფიკაცია
IV კლასი ტექ. ზედამხ.
დადგ. №489 · 2025
World Bank
Short-Term Consultant
თბილისი · 2008–2011
ISO აკრედიტაცია
GAC-IB-0090
ISO/IEC 17020:2012
რეფერენსები

აკრედიტაცია და განხორციელებული ობიექტები

მსოფლიო ბანკი

თბილისი, საქართველო — 2011

მოკლევადიანი კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობდი მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში (8 თებერვალი – 29 აპრილი, 2011). ვასრულებდი საკონსულტაციო დავალებებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

შპს „დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზა" (DSE LTD)

თბილისი — 2017

ვმუშაობდი ექსპერტად A-ტიპის ინსპექტირების ორგანოში, რომელსაც გააჩნია აკრედიტაცია GAC-IB-0090 (სსსტ ISO/IEC 17020:2012/2013). ვახორციელებდი სამშენებლო ობიექტების ტექნიკურ შეფასება-კლასიფიკაციას, და ტექნიკური ზედამხედველობის შემოწმებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

საქართველო — 2020

მონაწილეობდი სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერში (NAT200000698, ღირებულება: 1,205,984 GEL). ვახორციელებდი სამშენებლო ორგანიზაციის პროექტის შესაბამისობის კონტროლს და ფარული სამუშაოების დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჰარმონიზაციას.

ტექნიკური ზედამხედველობა

საქართველო

ვმოღვაწეობ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების (მუხლი 93) შესაბამისად. საქმიანობა მოიცავს სამშენებლო დოკუმენტაციის კონტროლს, კონტრაქტორის ზედამხედველობასა და ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის №489 დადგენილებით განსაზღვრული კვალიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი შემდეგ მიმართულებში:

  • შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნა
  • შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა
  • შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა
  • შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის საექსპერტო დასკვნა
  • შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა (III და IV კლასი)

სამუშაო ობიექტების ფოტოარქივი

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა — ნუკრი სანიკიძე
სამოქალაქო მშენებლობის ობიექტი — ტექნიკური ზედამხედველობა საქართველო
სარემონტო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა — ნუკრი სანიკიძე
სახელმწიფო დადგენილება

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა

წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6660335?publication=0
საქართველოს მთავრობის დადგენილება №489 · 2025 წლის.
„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021273) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის“:

1.პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2026 წლის 1 სექტემბრამდე ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ, განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.
2.მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან პირს, თუ მას აქვს: ა) შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ვ) 7 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად; ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნუკრი სანიკიძე — საქართველოს მთავრობის დადგენილება №489 (2025) საფუძველზე IV კლასის ტექნიკური ზედამხედველი — უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოებზე.